ფოტო რადიო NOR-ის არქივიდან
15 აპრილს ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა CENN-ის პროექტის პრეზენტაცია.
პრეზენტაციის მიზანი იყო საზოგადოებისთვის CENN-ის პროექტის გაცნობა და ინფორმაციის მიწოდება როგორც გრანტების შესახებ, ასევე იმ საკითხებზე, რაც საჭიროა იმისათვის, რომ მონაწილეებმა შეძლონ კონკურსში მონაწილეობის მიღება.
ამ პროექტის შესახებ ჩვენ ვესაუბრეთ ორგანიზაციის დორექტორის მოადგილე და პროექტების მენეჯერ, ნინო თევზაძეს. ნინოს თქმით, ეს პროექტი არის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სოციალური მისიის მქონე კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და სოციალური სერვისის მიმწოდებლებისათვის სოციალური სერვისების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების გაუმჯობესებაზე. გრანტის მინიმალური რაოდენობა არის 5 000 ევრო, ხოლო მაქსიმალური – 13 000 ევრო.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: რეგისტრირებულ სამოქალაქო
საზოგადოების ორგანიზაციებს, სოციალურ მეწარმეებს, რეგისტრირებულ ორგანიზაციებს, რომლებიც
ორიენტირებულები არიან სოციალური სერვისის მიწოდებაზე. პროექტის ხანგრძლოვობა არის 6-დან 12 თვემდე.
პროექტის შესახებ
პროექტი მუშაობს ქვემო ქართლისა (მარნეული, თეთრიწყარო, დმანისი, გარდაბანი, ბოლნისი, წალკა) და სამცხე-ჯავახეთის (ახალციხე, ნინოწმინდა) რეგიონების რვა მუნიციპალიტეტში და უზრუნველყოფს სამოქალაქო- საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხარისხის გასაუმჯობესებლად და მათი შესაძლებლობების განსავითარებლად. პროექტი ეფუძნება ხედვას, რომ ძლიერი და კომპეტენტური სამოქალაქო საზოგადოება ხელს უწყობს საზოგადოების თვითგანვითარებას და მხარს უჭერს სახელმწიფოს, როგორც სოციალური მომსახურების მთავარ მიმწოდებელს.