ახალციხეში მოსწავლეს მანქანა დაეჯახა

ახალციხეში მოსწავლეს მანქანა დაეჯახა

დღეს, 16 აპრილს, ახალციხეში N5 საჯარო სკოლის მიმდებარედ, მოსწავლეს მანქანა დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს კლინიკაში გადაჰყავს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

არასრულწლოვანი კონტაქტურია, ამ ეტაპზე უცნობია რომელ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.