როგორ დავიკლოთ 10 კილომდე შიმშილისა და მკაცრი დიეტის გარეშე?

როგორ დავიკლოთ 10 კილომდე შიმშილისა და მკაცრი დიეტის გარეშე?
ხში­რად ადამიანები დი­ე­ტას შიმ­შილ­თან აი­გი­ვე­ბენ.

ყვე­ლა დი­ე­ტო­ლო­გი გე­ტყვით, რომ დი­ე­ტა ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტე­ბის კრე­ბუ­ლია და არა შიმ­ში­ლი. რა შე­დის ჯან­საღ პრო­დუქ­ტებ­ში? პირ­ველ რიგ­ში, ხილი და ბოსტნე­უ­ლი. თუმ­ცა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ ვაშ­ლზე, ან კიტრზე ვერ იქ­ნე­ბით და ორ­გა­ნიზმს ტკბი­ლე­უ­ლიც სჭირ­დე­ბა და გემ­რი­ე­ლი ხორ­ციც. სწო­რედ ამი­ტომ, წო­ნა­ში დაკ­ლე­ბის­თვის იდე­ა­ლუ­რი რჩე­ვაა ვარ­ჯი­ში (სირ­ბი­ლი მაქ­სი­მუმ 20 წუთი, პრე­სის ვარ­ჯი­შე­ბი) და სა­ღა­მოს 6 სა­ა­თის შემ­დეგ არაფ­რის ჭამა.

თუმ­ცა, გემ­რი­ე­ლი სა­დი­ლე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი კუ­ჭის და­ბალ­კა­ლო­რი­ულ საკ­ვებ­ზე გა­დაყ­ვა­ნა არც ისე ად­ვი­ლია. სწო­რედ ეს ეშ­მა­კუ­რი ხერ­ხე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ, სა­კუ­თა­რი თავი გა­ა­კონ­ტრო­ლოთ და არც შიმ­ში­ლის გრძნო­ბამ შე­მო­გი­ტი­ოთ.1. არ გა­მო­ტო­ვოთ სა­უზ­მე: ყო­ველ­თვის ისა­უზ­მეთ, რად­გა­ნაც დი­ლით მი­ღე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი წო­ნა­ში არ მო­გა­მა­ტე­ბი­ნებთ და ამას­თან, ენერ­გი­აც არ და­გაკ­ლდე­ბათ.

2. საკ­ვე­ბი და­ა­ნა­წევ­რეთ: ეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტია – პა­ტა­რა ულუ­ფაც კი და­ნა­წევ­რე­ბის შემ­დეგ “ბევ­რი” ჩანს და ისე­თი შეგ­რძნე­ბა გრჩე­ბათ, თით­ქოს ბევ­რი ულუ­ფა მი­ირ­თვით. რაც შე­ე­ხე­ბა გემ­რი­ელ დე­სერტს – ტორ­ტის, ან ნამ­ცხვრის ნაჭ­რის მხო­ლოდ 3 პა­ტა­რა “კვად­რა­ტი” შე­ჭა­მეთ. შემ­დეგ ჩან­გა­ლი და­დეთ.

3. სწო­რად დაწ­ვით კა­ლო­რი­ე­ბი: არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა დარ­ბი­ხართ, თუ მუც­ლის პრე­სის ვარ­ჯი­შებს აკე­თებთ, თან ყო­ველ­თვის იქო­ნი­ეთ სა­ა­თი. თუ გსურთ, კა­ლო­რი­ე­ბი ნამ­დვი­ლად დაწ­ვათ, ნე­ბის­მი­ე­რი ვარ­ჯი­შის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მხო­ლოდ 30 წა­მით შე­ის­ვე­ნეთ და შემ­დეგ გა­ნაგ­რძეთ.

4. არ და­ლი­ოთ გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი.

5. შიმ­ში­ლის შე­მო­ტე­ვა: ყო­ველ­თვის ჰკი­თხეთ თქვენს თავს: “ნამ­დვი­ლად მშია?”

6. კარ­გად გა­მო­ი­ძი­ნეთ: 8 სა­ა­თი ძი­ლია სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი ცხი­მი “და­იწ­ვას”.

9. და­ი­სა­ხეთ მი­ზა­ნი: შე­ი­ძი­ნეთ პა­ტა­რა ზო­მის კაბა, რომ­ლის­თვი­საც წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა ღირს, ან შე­ა­და­რეთ სარ­კე­ში თქვე­ნი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ძველ ფო­ტოს, სა­დაც გამ­ხდა­რი ხართ. მთა­ვა­რია ტვი­ნის “ვარ­ჯი­ში”, რო­მე­ლიც აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა სას­წრა­ფოდ გჭირ­დე­ბათ.

10. და­ი­წყეთ ბოსტნე­უ­ლით: გემ­რი­ე­ლი­ცაა და სა­სარ­გებ­ლოც.

11. ყო­ველ 3-4 სა­ათ­ში იკ­ვე­ბეთ: ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ სახ­ლში მა­ცი­ვა­რი და­ა­ცა­რი­ე­ლოთ, მცი­რე ულუ­ფე­ბი უნდა მი­ირ­თვათ. იკ­ვე­ბეთ ყო­ველ 3-4 სა­ათ­ში ერთხელ – შიმ­შილ­საც ვერ იგ­რძნობთ და ერ­თდრო­უ­ლად ბევ­რი კერ­ძის მი­ღე­ბის ცდუ­ნე­ბაც გა­გიქ­რე­ბათ.

12. არ ჭა­მოთ ღამე: არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა გა­ა­კე­თეთ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თუ წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად გა­და­წყვი­ტეთ, ღამე არ ჭა­მოთ!

13. ჩა­ა­ტა­რეთ ვაშ­ლის ტეს­ტი: თუ ვაშ­ლის მირ­თმე­ვის სურ­ვი­ლი არ გაქვთ, გა­მო­დის რომ არ გში­ათ.

14. ჭა­მის შემ­დეგ ია­რეთ: შე­იძ­ლე­ბა არც კი იცო­დეთ, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ე­რი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ 15 წუ­თით სი­ა­რუ­ლია სა­ჭი­რო. ამ გზით 100 კა­ლო­რი­ას დაწ­ვავთ.

ამას­თან, გთა­ვა­ზობთ კვლე­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია National Weight Control Registry-ს დას­კვნას, სა­დაც იმ ადა­მი­ა­ნე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბია შე­ჯა­მე­ბუ­ლი, რო­მელ­თაც 13.6 კი­ლოგ­რა­მი და­იკ­ლეს: მათი 75% – კვი­რა­ში ერთხელ სა­კუ­თარ წო­ნას სას­წო­რით ამოწ­მებ­და. 78% – ყო­ველ­თვის სა­უზ­მობ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Health-ის მი­ხედ­ვით.