ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო მარცვლეული კულტურების, ძირითადად ქერის თესვა უკვე დაიწყო.
ბევრისთვის მარცვლეულის მოყვანა შემოსავლის წყაროა, ზოგი კი მხოლოდ რამდენიმე ჰექტარს თესავს სახლის გამოყენებისთვის.
სოფელ ყაურმის მკვიდრმა აღნიშნა: “ჩვენ უკვე დავიწყეთ ქერის და შვრიის თესვა: ჩვენს სოფელში ქერის თესვა ასზე 1.50 ლარი ღირს. თესლი არ გვიყიდია, რადგან ქერი მოსავალს შემოდგომაზე ვიღებთ და გაზაფხულის სათესს ვინახავთ. წელს ბევრი თოვლი იყო, ვფიქრობ, კარგ მოსავალს მივიღებთ.”
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს აუდიოჩანაწერში: