სოფელ სათხეში შიდაგზის მოასფალტება დაიწყო

სოფელ სათხეში შიდაგზის მოასფალტება დაიწყო

სოფელ სათხეში 18 აპრილს შიდაგზის მოასფალტირება  დაიწყო.

რადიო NOR -ი დაუკავშირდა შპს,,ჯავახავტოგზის” საქმეთამწარმოებელ, გიორგი ინასარიძეს. მისი თქმით წვიმიან ამინდს ელოდებიან და ამიტომ ასწრებენ გაწმენდით სამუშაოებს. მისივე თქმით გზა 880 მეტრის სიგრძეზე იქნება მოასფალტირებული. კითხვაზე, აპირებენ თუ არა წყლის არხების რეაბილიტაციას? მან გვიპასუხა, რომ ჯერ გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და შემდეგ შეხედავენ თუ როგორ მოთავსდება.

2023 წლის ივლისში რადიო NOR-მა გამოაქვეყნა სტატია,რომელშიც სოფელ სათხეს მაცხოვრებლები გამოხატავდნენ უკმაყოფილებას ადგილობრივი გზების ცუდი მდგომარეობის გამო.

 

სოფელ სათხეს მაცხოვრებლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ადგილობრივი გზების ცუდი მდგომარეობის გამო.  და ამბობდნენ, რომ გზები განსაკუთრებით უარესდება წვიმის დროს, და  შეუძლებელი ხდება გადაადგილება როგორც ქვეითად, ასევე მანქანით.განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაშია სასაფლაოსკენ მიმავალი გზა. ყოველდღე ჩვენი მანქანები ფუჭდება, ფულს ვხარჯავთ მანქანის შეკეთებაზე, მაგრამ რა აზრი აქვს მანქანის შეკეთებას, თუ რამდენიმე დღის შემდეგ, ამ გზაზე სიარულის შემდეგ, ყველაფერი ისევ დაზიანდება“.ამბობდნენ სათხეს მაცხოვრებლები.

 

ავღნიშნოთ,რომ სოფელ სათხეს მოასფალტირებაზე გამოყოფილია 840 000 ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან – 95 %, და  ადგილობრივი ბიუჯეტიდან– 5 %.  გამოცხადდა საერთო ტენდერი ჟდანოვი-სამება-სათხე გზების შეკეთებაზე  3 146 298 ლარის ოდენობით.    3 060. 000  ლარის ოდენობით,ტენდერში გამარჯვებული კომპანია გახდა  შპს ,,ჯავახავტოგზა”. (NAT230027429)

 

უფრო ვრცლად ჩვენს აუდიომასალაში ;გიორგი ინასარიძესთან

Radio NOR · სოფელ სათხეში შიდაგზის ასვალტირება დაიწყო