ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მცხოვრებმა ქართველებმა რუსული კანონის წინააღმდეგ 20 აპრილს საპროტესტო აქცია გამართეს. წერს NETGAZETI.
როგორც ისინი მიიჩნევენ, აღნიშნული კანონის მიღება საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.
„ქალაქ ტალინში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები შევიკრიბეთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის შესახებ. ეს კანონი არის სრულად დაუშვებელი, რადგან ის ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის გზას და მის ევროპულ მომავალს.
რუსეთში ამ კანონის მიღებამ საერთოდ გაანადგურა ყველანაირი დემოკრატია, მედია. იგივე ელის ჩვენს საქართველოს. ჩვენ ამას არასდროს არ დავუშვებთ. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ ვცხოვრობთ, იგივენაირად შეგვტკივა გული ჩვენს სამშობლოზე,“ — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მსგავსი საპროტესტო აქციები ემიგრანტებმა და სტუდენტებმა მსოფლიოს არაერთ ქალაქში გამართეს, მათ შორის, ლონდონში, ბერლინში, დუბლინში, აშშ-ის შტატ ფლორიდაში და ა.შ.