რუსეთიდან საქართველოს 41 ათასით ნაკლები ტურისტი ესტუმრა

რუსეთიდან საქართველოს 41 ათასით ნაკლები ტურისტი ესტუმრა

რუსეთიდან საქართველოს 41 319-ით ნაკლები ტურისტი ესტუმრა. აღნიშნულს მოწმობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის 1-ლი კვარტალის მონაცემები.

კერძოდ, ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოს რუსეთიდან 215 468 ვიზიტორი ეწვია, რაც 16.1%-ით ანუ 41 319-ით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. კერძოდ, 2023 წლის 1-ელ კვარტალში ქვეყანაში რუსეთის 256 787 მოქალაქე შემოვიდა.

ამავე მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების მაჩვენებელმა ჯამში, 1 157 347 შეადგინა, შესაბამისად, აქედან 18.6% რუსეთის მოქალაქეების მიერ განხორციელებულ ვიზიტებზე მოდიოდა.

BPN