რამდენი დაუჯდებათ მშობლებს ბოლოზარი ?

რამდენი დაუჯდებათ მშობლებს ბოლოზარი ?

რა უჯდებათ მშობლებს სამცხე-ჯავახეთში ბოლოზარზე შვილების მომზადება?

ბოლოზარის ხარჯები  შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ადგილის, სტუმრების რაოდენობის, არჩეული სერვისების და სხვა ფაქტორების მიხედვით. საშუალოდ ხარჯები შეიძლება დაიწყოს რამდენიმე ასეულიდან და ათასეულს მიაღწიოს. სკოლადამთავრებულის მომზადება ასევე დამოკიდებულია  ტანსაცმლის ფასზე,  თმის მოწესრიგებაზე, მაკიაჟზე და ბევრ სხვა არჩეულ სერვისებზე. ფასები ასევე განსხვავდება იმის მიხედვით თუ სად აღნიშნავს სკოლადამთავრებული თავის გამოსაშვებ საღამოს.

რადიო NOR-მა  facebook-ში  ჩაატარა ონლაინ გამოკითხვა “რამდენი თანხაა საჭირო ბოლოზარზე ერთ მოსწავლეზე”.    ჩვენ მივუთითეთ რამდენიმე ფიქსირებული თანხის ვარიანტი:  “300 – 500”,   “500 – 1  000”, “1 000 – 1 500”, “1 500 – 2 000”. გამოკითხვის დრო ჯერ არ დასრულებულა (25 აპრილი, 16:40), მაგრამ გამოკითხვაში უკვე 437 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და საკუთარი აზრი დააფიქსირა.  21-მა  “300 – 500 ლარი” – (4%), 27-მა “5 00 – 1 000 ლარი” – (6%),  75-მა “1 000 – 1 500 ლარი”- (17%). Facebook- გამოკითხულთა  მონაწილეების უმეტესობა, 314-ადამიანი, ფიქრობს, რომ ბოლოზარისთვის  1 500 დან 2 000 ლარამდე  იქნება საჭირო. მსგავსი აზრი გამოკითხუკლთა  71%-ს გააჩნია.

ასევე რადიო NOR-მა ჩაატარა გამოკითხვა ქალაქ ნინოწმინდაში და გამოკითხვის შედეგად გაარკვია, რომ 1 500- 2 000 ლარამდე იქნება საჭირო.

ვრცლად  ჩვენს აუდიომასალაში:

Radio NOR · რამდენი დაუჯდებათ მშობლებს ბოლოზარი ?