პარლამენტის პლენარული სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან მოქალაქეები იკრიბებიან.
მათ პარლამენტის უკანა შესასვლელთან ყვავილები – ე.წ. ვენოკები მიიტანეს.
როგორც აქ შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე მმართველი პარტია “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს უკან არ გაიწვევს.
ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და მოქალაქეები მმართველი პარტიის მიერ “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს 2 კვირაზე მეტია აპროტესტებენ. დღეს კი პარლამენტი პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მეორე მოსმენით იხილავს.