რა გაიაფდა აპრილში

რა გაიაფდა აპრილში

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.3%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 1.5 % შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3 % იყო, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3% განისაზღვრა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს აპრილში, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, გაიაფებულ პროდუქტებს შორისაა ხახვი, ანტიბიოტიკები და წიწიბურა.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ ტოპ-10 გაიაფებული პროდუქტის ჩამონათვალს:

  • ხახვი – 39%
  • ანტიბიოტიკები – 36%
  • წიწიბურა – 34%
  • კარტოფილი – 30%
  • ლიმონი – 22%
  • ტელევიზორი – 21%
  • მზესუმზირის ზეთი – 20,5%
  • ნათურა – 19%
  • კიტრი – 18%
  • ელექტროყავადანი – 17%

BPN