აღდგომა საქართველოში, ისევე, როგორც მთელს ქრისტიანულ სამყაროში უდიდესი დღესასწაულია.
აღდგომის დღესასწაულზე იმერეთში სოფელ (ღვანკითში) მაცხოვრებელი ხათუნა აბულაძე გვესაუბრა.ქალბატონი, ხათუნა, არის 47 წლის დიასახლისი და ორი ქალიშვილის ბედნიერი დედა.
ამ დღეს აღვნიშნავთ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას და სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას. აღდგომა უმთავრესია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. აღდგომის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია ბზობა, ამ დღესასწაულზე ყველა ოჯახს ტაძრიდან ბზის ტოტები მიაქვს. ნაკურთხი ბზა საქართველოში პალმის რტოების სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. პალმის რტოების რომლითაც იესოს იერუსალიმში შესვლისას გზა მოუფინეს.
აღდგომის დღესასწაულს, მორწმუნეთა დიდი ნაწილი ეკლესიაში ხვდება და საზეიმო ლიტურგიას ესწრება, რომელიც დილამდე გრძელდება.
აღდგომის მთელი კვირის განმავლობაში ადამიანები ერთმანეთს სალმის ნაცვლად ,,ქრისტე აღსდგა,, ეუბნებიან, ხოლო მათ ,,ჭეშმარიტად,, ასე უბრუნებენ პასუხს.
ვნების კვირაში,წითელ პარასკევს ყველა ოჯახში კვერცხებს წითლად ღებავენ რაც არის ქრისტეს ვნების სიმბოლო. სააღდგომოდ შეღებილ კვერცხებს აღდგომის დღემდე არავინ მიირთმევს. აღგომის წინა დღეს ვაცხობთ პასკებს ,, ხატისპურს ,, რომელიც გოლგოთის სიმბოლოა.
შაბათს ღამის-12 საათის შემდეგ სოფლის ბავშვები ჩამოივლიან ჭონაზე , რომელიც საშობაო ალილოს მიაგავს. მეჭონეები თითოეულ ოჯახს კარდაკარ მოივლიან და სიმღერით ულოცავდნენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ახალგაზრდებს ფულით და ტკბილეულობით ასაჩუქრებდნენ . აღდგომის დღესასწაულზე შეგროვებული ტკბილეულით და ფულით, სოფლის ახალგაზრდები საღამოს იკრიბებიან და იწყებეენ სააღდგომო ქეიფს.
კვირა დილით ადრე ვდგებით და ვიწყებთ სააღდგომო ,,კოკრების,, ანუ ყველის კვერების გამოცხობას. დილის 10 საათის შემდეგ გავდივართ ჩვენი მიცვალებულების საფლავებზე. სოფელ ,,ღვანკითში,, კვირადღეს გადიან საფლავებზე . საფლავებიდან დაბრუნების შემდეგ, ყველა ოჯახში სააღდგომო სუფრა იშლება, რომელზეც აუცილებლად უნდა იყოს წითელი კვერცხი და პასკა.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში ; ხათუნა აბულაძესთან