ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2024 წლის 1-ლი კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა.
ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში 1 300 551 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) – 143 204, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 1 157 347 იყო.
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციის ცნობითვე, 2024 წლის 1-ელ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 7.6%-ით აღემატება, პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი – 19.6%-ით ჩამორჩება.
2024 წლის იანვარ-მარტში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანა ასე გამოიყურება:
- თურქეთი – 254 577 ვიზიტორი;
- რუსეთი – 215 468 ვიზიტორი;
- სომხეთი – 191 830 ვიზიტორი;
- აზერბაიჯანი – 51 466 ვიზიტორი;
- ისრაელი – 46 789 ვიზიტორი;
- ირანი – 28 811 ვიზიტორი;
- ყაზახეთი – 27 874 ვიზიტორი;
- უკრაინა – 24 538 ვიზიტორი;
- ინდოეთი – 20 645 ვიზიტორი;
- ბელარუსი – 17 236 ვიზიტორი;
- პოლონეთი – 11 734 ვიზიტორი;
- გერმანია – 11 005 ვიზიტორი;
- ფილიპინები – 10 551 ვიზიტორი;
- ჩინეთი – 9 905 ვიზიტორი;
- უზბეკეთი – 9 863 ვიზიტორი.