15 ქვეყანა, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი ტურისტი ეწვია – 1-ლი კვარტალის შედეგები

15 ქვეყანა, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი ტურისტი ეწვია – 1-ლი კვარტალის შედეგები

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2024 წლის 1-ლი კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა.

ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში 1 300 551 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) – 143 204, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 1 157 347 იყო.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციის ცნობითვე, 2024 წლის 1-ელ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 7.6%-ით აღემატება, პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი – 19.6%-ით ჩამორჩება.

2024 წლის იანვარ-მარტში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანა ასე გამოიყურება:

  • თურქეთი – 254 577 ვიზიტორი;
  • რუსეთი – 215 468 ვიზიტორი;
  • სომხეთი – 191 830 ვიზიტორი;
  • აზერბაიჯანი – 51 466 ვიზიტორი;
  • ისრაელი – 46 789 ვიზიტორი;
  • ირანი – 28 811 ვიზიტორი;
  • ყაზახეთი – 27 874 ვიზიტორი;
  • უკრაინა – 24 538 ვიზიტორი;
  • ინდოეთი – 20 645 ვიზიტორი;
  • ბელარუსი – 17 236 ვიზიტორი;
  • პოლონეთი – 11 734 ვიზიტორი;
  • გერმანია – 11 005 ვიზიტორი;
  • ფილიპინები – 10 551 ვიზიტორი;
  • ჩინეთი – 9 905 ვიზიტორი;
  • უზბეკეთი – 9 863 ვიზიტორი.

წერს BPN.