მართლმადიდებელი სამყარო აღდგომას ზეიმობს

მართლმადიდებელი სამყარო აღდგომას ზეიმობს

5 მაისს, მართლმადიდებლური სამყარო  აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

აღდგომის დღესასწაულის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში მორწმუნეებმა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა იზეიმეს.

მართლმადიდებლური სწავლებით, უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა, შემუსრა იგი და იქედან მართალთა სულები ამოიყვანა, რომლებიც ადამისა და ევას ცოდვის შემდეგ ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ და სამოთხეში ვეღარ ხვდებოდნენ. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.

აღდგომის დღესასწაულზე მორწმუნეებისთვის 50-დღიანი მარხვა დასრულდა. აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეული მსგეფსია და ეკლესიურ ადამიანებს ყოველგვარი საკვების მიღება შეეძლებათ.