ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდა. დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნალექია მოსალოდნელი.
meteo.gov.ge -ს თანახმად, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამით და დილის საათებში უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7, +13°, დღისით +13, +18°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +10, +15°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°, დღისით +6, +11°.
აღმოსავლეთ საქართველოშიც ღამით და დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან ძლიერად, ღამით ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია თოვლიც. ასევე მოსალოდნელია ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +6, +11°, დღისით +12, +17°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +10, +15°; მაღალ მთაში ღამით -1, +4°, დღისით +5, +10°.
წვიმს დედაქალაქშიც, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში 14 გრადუსამდე გათბება. დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +10°, დღისით +14°.
ბაკურიანსა და სტეფანწმინდაში – დილით მოსალოდნელია ნალექი, შესაძლებელია თოვლჭყაპის სახით. ჰაერის ტემპერატურა ბაკურიანში +9°, სტეფანწმინდაში – 6°
რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზს, მომდევნო დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცვალებადი მოღრუბლულობაა, რიგ რაიონებში კი წვიმა შენარჩუნდება. ოღონდ მოსალოდნელია ტემპერატურის მატება.
9 მაისს საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილში აღარ იწვიმებს.
თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელია, დღის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა 23 გრადუსამდე გათბება.
მაღალი ტემპერატურა და უნალექო ამინდი შენარჩუნდება 10 მაისსაც, თუმცა 11 მაისიდან საქართველოს უმრავლეს რეგიონებში ისევ იწვიმებს.