სამცხე–ჯავახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 42 შემთხვევა გამოვლინდა

სამცხე–ჯავახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 42 შემთხვევა გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, აპრილის თვეში, საქართველოს მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 268 ფაქტი გამოავლინა, მათ შორის სამცხე–ჯავახეთში 42. გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 26 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი – 88 ფაქტი გამოვლენილია კახეთში. სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 42 სამართალდარღვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 31, აჭარაში – 30, იმერეთში – 29,  გურიაში – 18, შიდა ქართლში – 15, მცხეთა-მთიანეთში – 7, რაჭა-ლეჩხუმი- ქვემო სვანეთში – 5, ქვემო ქართლში – 3.

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 157 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 16 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.