‘რუსული კანონის’ მოწინააღმდეგეებს თავს დაესხნენ

‘რუსული კანონის’ მოწინააღმდეგეებს თავს დაესხნენ

„რუსული კანონის“ მოწინააღმდეგეებს, „გირჩის“ თავმჯდომარის,  ზურა ჯაფარიძის ძმას, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმა ჩიქოვანს და ბაიკერს, ლაშა ღვინიანიძეს თავს დაესხნენ და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. შემთხვევა 8 მაისს, ღამით მოხდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

დაშავებულების განცხადებით, ძალადობრივი ჯგუფები მათ საცხოვრებელ სახლებთან ჩასაფრებულები ელოდებოდნენ.

სამივე დაშავებული ამბობს, რომ ცემით ვერავის ვერ შეაშინებენ და მაინც გააგრძელებენ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო პროტესტში მონაწილეობას.

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნების“ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე მოქალაქეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. რამდენიმე დღის წინ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს და მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორის მოხვედრილ ლადო აფხაზავას და მის შვილს, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. 700–ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს.