დღეს, 9 მაისს ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მეორე მსოფლიო ომის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ღინისძებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ დაესწრო ახალციხის მუნციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, სააკ მიქაელიანი. მერიის თანამშრომლები მას სახლში ესტუმრენ და საჩუქრები გადასცეს.წერს sknews.ge
სააკ მიქაელიანი ახალციხის მუნციპალიტეტის მასშტაბით ერთადერთი ვეტერანია, რომელიც ცოცხალია. უხუცესი ვეტერანი 102 წლისაა.
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ათასი მებრძოლი მონაწილეობდა. სამცხე-ჯავახეთიდან 44 730 ადამიანი გაიწვიეს. მათ შორის 6 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა, 400-ზე მეტი ორდენებითა და მედლებით დაჯილდოვდა. 18.302 უკან აღარ დაბრუნებულა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.