რეფენტული ფასი (ზედა ზღვარი) 7000-ზე მეტ მედიკამენტზე უკვე ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო განახლების მიხედვთ, ჩამონათვალში მოხვდა ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა: ენაპი, მიგოფენი, კაპტოპრილი, დიფლუკანი, აზიმაკი, ათეროქსი, ოლტარი, ატენოლი, და სხვა. წერს bpn.ge
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს, ეტაპობრივად ფართოვდება და ფარმაცევტულ ბაზარზე, აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება.
სამინისტრო განმარტავს, რომ რეფორმა ფარმაცევტული პროდუქტის ფასებს საშუალოდ, 40%-ით ამცირებს.
ცნობისთვის, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი იმ წამლებზეც ვრცელდება, რონლებზეც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფარმაცევტულ ქსელებს ჭარბი ფასნამატი ჰქონდათ განსაზღვრული და იმპორტის ფასთან შედარებით 1000%, 2000% და 3000%-ით ძვირად ყიდდნენ.
იხილეთ წამლების სია https://referenceprice.moh.gov.ge/ui/#/main