გაიანე ეზეკიანი ბლოგინგის სამყაროს ნათელი წარმომადგენელია, რომლის ცხოვრებაც ნამდვილ მოგზაურობად იქცა სამშობლოდან, საქართველოდან, კანადაში, სადაც ახლა ცხოვრობს.
დაიბადა საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში, გაიანე გარშემორტყმული იყო მთის პეიზაჟების სილამაზით და სამშობლოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით. დაამთავრა სოფელ განძის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა. 18 წლის ასაკში დაოჯახდა. 4 წელი ცხოვრობდა რუსეთში, ქალაქ კრასნოდარში, შემდგომ გადავიდა კანადაში და უკვე 4 წელია ცხოვრებს ქალაქ კალგარში.
დღეს გაიანე დაკავებულია ფუდ-ბლოგინგით, – მას აქვს ბლოგი სოციალურ ქსელ Instagram-ში და დღეისთვის 18,7 ათასი გამომწერი ჰყავს. გაიანეს ბლოგში წარმოდგენილია სხვადასხვა კერძების, დესერტების, ნამცხვრების, ჯავახური ტრადიციული კერძების ფართო არჩევანი და მათი რეცეპტები.
გაიანეს ინსტაგრამ გვერდი შეგიძლიათ დაათვლიეროთ შემდეგი ბმულით: gayane_ezekyan
დღეს გაიანეს ბლოგი არა მხოლოდ ჰობი და შთაგონების წყაროა, არამედ აძლევს გაიანეს შესაძლებლობას პირდაპირ მიიტანის მისი კულინარიული ნიჭი თავის მაყურებლამდე საკუთარი ხელით მომზადებული კერძების გაყიდვით, – მაგალითისთვის, გაიანე თავისუფალ დროს იღებს შეკვეთებს და ამზადებს ფერად-ფერად ჩურჩხელებს.
გაიანე 4 შვილის დედაა და ცდილობს დროის მენეჯმენტით ჯერ საკუთარი შვილებისა და ოჯახის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და შემდგომ დროს უთმობს ბლოგის განვითარებას და მაყურებლისთვის ახალი გემრიელი ვიდეორეცეპტების გადაღებას და ჯავახური დიალექტით გახმოვანებას.