სამცხე-ჯავახეთში ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, საბავშვო ცენტრების ნაკლებობის გამო, მშობლებს და ბავშვებს არ ჰქონდათ საშუალება დრო ერთად და საინტერესოდ გაეტარებინათ. ქალაქ-ახალქალაქში გაიხსნა ბავშვთა გასართობი ცენტრი ,, Magic planet”
მენეჯერი ქრისტინე ჰაკობიანი ამბობს ,, ჩვენი მთავარი მიზანი ბავშვების გახარება და მათი გაბედნიერება იყო,ასევე ყოველი ახალი თამაში და აქტივობა ბავშვებში წინსვლის და გამარჯვების სურვილს იწვევს”
ბავშვთა გასართობი ცენტრები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბავშვთა განვითარებაში. ხელს უწყობენ ფიზიკურ განვითარებას,მრავალფეროვანი სათამაშო სტრუქტურები და აქტივობები ხელს უწყობს კუნთების გაძლიერებას, კოორდინაციასა და წონასწორობის განვითარებას. დადებითად მოქმედებენ ბავშვების ემოციურ კეთილდღეობაზე. ბავშვებს ეძლევათ მათთვის საინტერესო, უსაფრთხო და დამხმარე გარემო,რაც ხელს უწყობს ბავშვებში სტრესის შემცირებას. ეხმარება კრეატიული აზროვნების განვითარებაში,ბევრი სათამაშო მოედანი და მასტერკლასი ასტიმულირებს წარმოსახვას და შემოქმედებით აზროვნებას.
ბავშვთა გასართობ ცენტრებს სარგებლობა არამხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მათი მშობლებისთვისაც მოაქვთ.
მშობლებს შეუძლიათ დაისვენონ და დატკბნენ საკუთარი დროით, რადგან იციან, რომ მათი შვილები უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში არიან. სანამ ბავშვები დაკავებულნი არიან თამაშით და გართობით ,მშობლებს შეუძლიათ გააკეთონ საკუთარი საქმეები.შეხვდნენ მეგობრებს ან უბრალოდ წავიდნენ შოპინგზე.
ეს ცენტრები არამხოლოდ გართობას უზრუნველყოფენ, არამედ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბავშვების განვითარებაში მათი ცხოვრების ყველა ასპექტში.
ამრიგად, ბავშვთა გასართობი ცენტრები მშობლებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ დამსახურებული დასვენება და იყვნენ დარწმუნებულნი, რომ მათი შვილები მაქსიმალურ სარგებელს იღებენ თამაშისა და გართობისგან. არიან დაცულ და უსაფრთხო გარემოში.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში გასართობი ცენტრის მენეჯერ: ქრისტინე ჰაკობიანთან