შსს-მ პარლამენტთან 20 პირი დააკავა, მათ შორის რუსეთის და ამერიკის მოქალაქეები

შსს-მ პარლამენტთან 20 პირი დააკავა, მათ შორის რუსეთის და ამერიკის მოქალაქეები
ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დროს 20 პირი და­ა­კა­ვა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არის ერთი რუ­სე­თის და ამე­რი­კის ორი მო­ქა­ლა­ქე. წერს ამბები.გე

“12 მა­ისს, პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 22:00 სა­ა­თი­დან და­წყე­ბუ­ლი აქ­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვის მიზ­ნით არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გან­თავ­სდნენ პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებ­ზე, მათ შო­რის ზ. ჟვა­ნი­ას, შ. ჩი­ტა­ძი­სა და ბ. ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩებ­ზე არ­სე­ბულ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს შე­სას­ვლე­ლებ­თან.

ვი­ნა­ი­დან აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­ჯა­როდ აცხა­დებ­დნენ, რომ ისი­ნი არ მის­ცემ­დნენ დე­პუ­ტა­ტებს 13 მა­ისს, 09:00-ზე და­გეგ­მილ პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე დას­წრე­ბის და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მათ არა­ერ­თხელ მო­უ­წო­დეს გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს შე­სას­ვლე­ლე­ბი, რათა დე­პუ­ტა­ტებ­სა და აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს მის­ცე­მო­და პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში შეს­ვლი­სა და სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი­სა და მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მართ პო­ლი­ცი­ის მხრი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი არა­ერ­თი მო­წო­დე­ბი­სა, ასე­ვე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბი­სა, რომ ისი­ნი და­მორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას, არ გას­ცდე­ნოდ­ნენ შეკ­რე­ბის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კა­ნო­ნით და­საშ­ვებ ფარ­გლებს, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ნა­წილ­მა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნა, და­არ­ღვია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს გა­უ­წია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და მი­ა­ყე­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფა.

პო­ლი­ცი­ის მიერ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ამ ეტაპ­ზე 20 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი.

და­კა­ვე­ბულ­თა­გან სამი პირი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა, კერ­ძოდ, 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე გ.ბ., ასე­ვე, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­ქა­ლა­ქე 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პ.ჰ. და ამა­ვე ქვეყ­ნის კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­მაც უარი გა­ნა­ცხა­და სა­კუ­თა­რი ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბა­ზე და მო­ი­თხო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩოს­თან და­კავ­ში­რე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე უკვე ეც­ნო­ბათ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და შვე­ი­ცა­რი­ის კონ­ფე­დე­რა­ცი­ის სა­ელ­ჩო­ებს.