8 საკვები, რომლებიც 40 წელს გადაცილებულებმა არ უნდა მიირთვან

8 საკვები, რომლებიც 40 წელს გადაცილებულებმა არ უნდა მიირთვან

გთავაზობთ 8 საკვებს, რომლებიც 40 წელს გადაცილებულებმა არ უნდა მიირთვან, რათა ჯანმრთელობა და დღეგრძელობა შეინარჩუნონ.

სოსისი, ძეხვი, ბეკონი

თუკი ამ პროდუქტების მოყვარული ხართ, აჯობებს არჩევანი ჯანმრთელობის სასარგებლოდშეაჩეროთ და მათ აღარ გაეკაროთ. გადამუშავებული ხორცი შეიცავს ნატრიუმს, გაჯერებულ ცხიმებსა და კონსერვანტებს. ამ ყველაფერმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჯანმრთელობაზე. ასეთი საკვების მიღება შეიძლება გახდეს გულის დაავადებების, დიაბეტის, კუჭის კიბოს განვითარების მიზეზი. ამიტომ არჩევანი შეაჩერეთ ნაკლებ ცხიმიან და ნატრიუმის უფრო დაბალი შემცველობის მქონე საკვებზე.

მწვადი და შემწვარი ქათამი

როგორც აღვნიშნეთ, 40+ ადამიანები ცხიმიან საკვებს უნდა მოერიდონ. ქათამს თავისი ცხიმი ისედაც აქვს, მის მისართმევად საუკეთესო გზა მოხარშვაა, თუმცა თუკი შემწვარი უფრო გიყვართ, სასურველია, გრილში შეწვათ. რაც შეეხება მწვადს, ზოგიერთი კვლევის მიხედვით, შემწვარი ხორცის ხშირად მიღებამ შეიძლება პანკრეასის ან პროსტატის კიბო გამოიწვიოს. ამიტომ უმჯობესია, შევზღუდოთ შემწვარი ხორცის მიღება.

ორცხობილები

ასაკის მატებასთან ერთად უნდა მოვერიდოთ იმ პროდუქტებს, რომლებიც დიდი ოდენობით შაქარს შეიცავს. ორცხობილები, რომლებიც მაღაზიაში იყიდება, სწორედ ასეთია. გარდა იმისა, რომ ასეთი საკვები სწრაფად დაბერებას უწყობს ხელს, ჯანმრთელობასაც საფრთხის ქვეშ აყენებს. თუკი ტკბილი მოგინდებათ, ორცხობილების ნაცვლად ნატურალურ ხილზე შეაჩერეთ არჩევანი.

გაზიანი სასმელები

გაზიანი სასმელები ნებისმიერ ასაკში საშიშია ორგანიზმისთვის, მაგრამ თუკი აქამდე გეპატიებოდათ მათი მიღება, ახლა ნამდვილად მოგიწევთ უარის თქმა. გამაგრილებელი გაზანი სასმელები დიდი ოდენობით (უამრავ!) შაქარს შეიცავს. მათი მიღება არა მხოლოდ წონაში მატებას იწვევს, არამედ აჩქარებს დაბერების პროცესსს, ზრდის ანთების განვითარების რისკს, უარყოფით გავლენას ახდენს მეხსიერებაზე. თუკი ეს პრობლემები გაქვთ, ან სამსახურსა თუ ოჯახში ისეთი პროდუქტიული აღარ ხართ, როგორც ადრე, სანამ ასაკს დააბრალებდეთ, საკუთარ თავს კითხვა დაუსვით: გაზიან სასმელებს ხომ არ ვსვამ?

ცხარე საწებლები, აჯიკა

ცხარე საკვების მიღებას განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ქალები მენოპაუზის დასაწყისში. ასევე არ არის რეკომენდირებული ცხარე საწებლების მიღება მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის რეფლუქსი (რაც ასაკოვან ადამიანებში უფრო ხშირია) აქვთ. ცხარე სოუსები ნატრიუმის მაღალი შემცველობითაც გამოირჩევა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს არტერიულ წნევასა და ძვლების სიჯანსაღეზე. თუკი ცხარე გიყვართ, აჯიკებისა და საწებლების ნაცვლად, ცოცხალი წიწაკა დაუმატეთ საკვებს.

მარგარინი

მარგარინი დიდი ოდენობით ტრანსცხიმებს შეიცავს. მისმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ქოლესტრინის დონის მატება, უარყოფითი გავლენა მოახდინოს გულზე, ამიტომ აჯობებს მისი მიღებისგან თავი შეიკავოთ.

მაკარონი

მაკარონი, ბეიგელები და ზოგიერთი მარცვლეული გლიკემიური ინდექსის მაღალი დონით ხასიათდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მოხმარება სისხლში შაქრის შემცველობას ზრდის. შესაბამისად, იზრდება დიაბეტის, გულის დაავადებების განვითარების, წონაში საგრძნობლად მომატების რისკი.

ნაყინი ყავის არომატით

მასში მაღალია ცხიმები, შაქრისა და კოფეინის შემცველობა. თუკი ვახშმის შემდეგ დესერტად ყავის არომატიანი ნაყინის მირთმევა გიყვართ, აჯობებს, თავი შეიკავოთ. მოერიდეთ კოფეინის შემცველი პროდუქტების მიღებას დღის მეორე ნახევარში, რათა ღამით დაძინება არ გაგიჭირდეთ.