ნინოწმინდაში ვირუსულმა დაავადებებმა იმატა

ნინოწმინდაში ვირუსულმა დაავადებებმა იმატა

ნინოწმინდაში ვირუსული დაავადებები მატულობს, მაშინ როდესაც ბავშვები თუ მოზარდები სასწავლო თუ სააღმზრდელო წლის ძირითად დროს ერთად ატარებენ აუცილებელია იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებიც თქვენ და თქვენს შვილებს ვირუსებისგან დაგიცავთ.

რადიო NOR-ი  ნინოწმინდის ევექსის კლინიკის პედიატრს ქალბატონ, ლამარა დემეტრაძეს გაესაუბრა:

ქალბატონი ლამარა ამბობს ,,ნოემბრის თვიდან მოყოლებული,ძალიან ბევრი ვირუსი იყო გავრცელებული რომელიც ძალიან რთულად მიმდინარეობდა 90 % პნევმონიით პაციენტები გვყავდა,გადადიოდა ქრონიკულ ბრონხიტში . ნოემბერის და დეკემბრის თვეში 50-ათი პაციენტი იწვა სტაციონარში. ამ ეტაპზე ვირუსებმა ცოტა მოიკლო, მაგრამ მაინც არის გავრცელებული მაღალი სიცხით მიმდინარე ვირუსები. გულისრევის შეგრძნება, თავბრუს ხვევა,  წნევის ვარდნა და გახანგრძლივებული ხველა ეს ყველა ის სიმპტომია რომელიც ვირუსს ახასიათებს”

რჩევა რასაც ლამარა ექიმი მშობლებს აძლევს არის ” ნუ დაელოდებიან სანამ ბავშვს სიცხე აუწევს, დღის განმავლობაში როდესაც ბავშვი ჭირვეულობს, არ ჭამს და ვირუსული სიმპტომები მიმდინარეობს აუცილებლად მიმართონ საავადმყოფოს რათა ბავშვს ჩაუტარდეს  დროული გამოკვლევა და დაენიშნოს მკურნალობა ”

ამ ეტაპზე  7-ბავში წევს სტაციონარში ,გვყავს სუნთქვის უკმარისობით პაციენტები. ასევე პნევმონიით და სტაციონარი საკმაოდ დატვირთულია.

ჩემი რჩევა უფროსებს ამბობს ლამარა ექიმი ,, მივიღოთ ბევრი სითხე, თბილი რძე თაფლთან ერთად, დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა.  როგორც კი ვირუსული სიმპტომები იჩენს თავს მაშინვე მივმართოთ ექიმს, რათა დროულად ჩავიტაროთ ანალიზები  რომ უფრო არ  გართულდეს ჩვენი მდგომარეობა.

,, კოვიდი არსად არ წასულა,, ამბობს ქალბატონი ლამარა წინათვეში 3 და 4 თვის ბავშვები გადავამისამართეთ თბილისში რადგან აქ ინფექციური განყოფილება არაგვაქვს და აქედან გამომდინარე აქ  ასეთ პატარა პაციენტებს ვერ ვმკურნალობთ.

ვრცლად ჩვენს აუდიომასალაშიპედიატრ :ლამარა დემეტრაძესთან

Radio NOR · ნინოწმინდაში ვირუსულმა დაავადებებმა იმატა