მობილური ტელეფონი დღეს მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალებას არ წარმოადგენს, მისი მეშვეობით შეგვიძლია ვირტუალურად ვიმოგზაუროთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ვუსმინოთ მუსიკას, ვუყუროთ ფილმს თუ კლიპს, ვითამაშოთ, ვიყოთ სოციალურ-ქსელებში, წავიკითხოთ სიახლეები და ა.შ. თუმცა ხშირად გვეშლება ხელი მისი მოხმარების პროცესში ელემენტის მოულოდნელი დაცლისგან. თუ გეცნოთ ეს ფაქტი, ე.ი. თქვენ არასწორად მოიხმართ ტელეფონს და, შესაბამისად, ელემენტი მალე იცლება – სტატიაც დროულია, გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, თუ როგორ მოვუაროთ სმარტფონს სწორად.
1. სმარტფონების დამუხტვას 100%-ით ასრულებთ?
Battery University-ს საიტზე, რომელიც აკუმულატორების მწარმოებელი კომპანია Cadex-ის მიერ არის შექმნილი – დეტალურადაა აღწერილი სმარტფონებში გამოყენებული ლითიუმ-იონური აკუმულატორის ე.წ. სტრესი. ადამიანის მსგავსად, გამუდმებულ სტრესზე ელემენტიც რეაგირებს სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითებით.
მომხმარებლების უმეტესი ნაწილი, ტელეფონს 100%-ით მუხტავს, თუმცა როგორც ექსპერტები მოგვიწოდებენ, უფრო დიდხანს რომ შევინარჩუნოთ მუხტი, საჭიროა, ელემენტი დატვირთული იყოს 30%-დან 80%-მდე.
2. მთლიანად დამუხტულ ტელეფონს დენის წყაროში ტოვებთ?
როცა სმარტფონი მთლიანად არის დატენილი, ნუ დატოვებთ მას დენის წყაროში ჩართულს. Cadex-ის მონაცემებით, უკვე დატენილი ტელეფონის ენერგიის წყაროში ჩართული დატოვება, როგორც ამას ღამე ხშირად ვაკეთებთ, აკუმულატორს აზიანებს. როცა ტელეფონი 100%-ით იმუხტება, იგი იწყებს ელექტრობის მიღებას მცირე იმპულსებით, რომლებიც ეხმარება მუხტის დონის მაქსიმუმზე დაჭერაში.
ამგვარად, ელემენტი ამ დროს სტრესულ სიტუაციაში იმყოფება, ეს კი აკუმულატორს აფუჭებს. ამიტომ, როცა ტელეფონი მთლიანად დაიტენება, გამორთეთ დენის წყაროდან.
3. ბოლომდე ცლით ტელეფონის ელემენტს?
თუ თქვენ ბოლომდე ცლით ტელეფონის ელემენტს, რათა შემდეგ დამუხტოთ, ესეც მცდარი მოქმედებაა, რადგან უმჯობესია, ელემენტის მუხტი 30%-80%-მდე აბალანსოთ, თუ მოხდა გამონაკლისი, უფრო ნაკლებიც – შეგიძლიათ დამუხტოთ ის, თუმცა ნუ დაცლით მას ბოლომდე. ბოლომდე დაცლილი ელემენტის დამუხტვა მხოლოდ 1-2 თვეში ერთხელაა დასაშვები.
4. ელემენტი გადაახურეთ?
მაღალი ტემპერატურა სმარტფონის ელემენტზე უარყოფითად მოქმედებს, ოპტიმალური ტემპერატურა 1-35 გრადუსამდეა.
5. სპეციალურ “ბუდეში” ჩასმულ მდგომარეობაში მუხტავთ?
უმჯობესია, თუ დამუხტვის პროცესში სმარტფონს ბუდიდან ამოიღებთ, რადგან ის ელემენტის გადახურების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.
6. ხშირი და უაზრო დატვირთვა…
სმარტფონის ხშირი და არამიზნობრივი დატვირთვა, ასევე ელემენტის გადახურების წინაპირობაა.
7. თუ თქვენ სხვა დასამუხტ სადენს იყენებთ…
როგორც წესი, ყველა სმარტფონისთვის შესაბამისი დასამუხტი სადენებია განკუთვნილი, თუმცა არის სადენი, რომელიც ბევრ სხვადასხვა ტელეფონს მუხტავს. უნდა გახსოვდეთ, რომ ასეთი სადენებიც შეიძლება გახდეს მიზეზი ელემენტის გაფუჭების ან გადახურების, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ თქვენი სმარტფონისთვის განკუთვნილი სადენი.