რატომ უფასურდება ლარი და როგორია მოლოდინები?

რატომ უფასურდება ლარი და როგორია მოლოდინები?

დი­ლი­დან Bloomberg-ზე 1 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­ი­ზარ­და. დი­ლი­დან 1 დო­ლა­რი 2.700 ლა­რად ივაჭ­რე­ბო­და, ხოლო 15:00 სა­ა­თის მო­ნა­ცე­მე­ბით, 1 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2.7250 ლა­რამ­დე ავი­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მო­ნა­ცე­მე­ბით, 1 აშშ დო­ლა­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა გუ­შინ 2.6866 ლარი იყო.

“ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ და­ინ­ტე­რეს­და ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მი­ზე­ზებ­სა და მო­ლო­დი­ნებ­ზე უახ­ლო­ე­სი პე­რი­ო­დის­თვის. რო­გორც BPN-თან ორ­გა­ნი­ზა­ცია “სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გი­ორ­გი კე­პუ­ლა­ძე აცხა­დებს, ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა უკავ­შირ­დე­ბა რის­კებს, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია მო­ლო­დი­ნე­ბით და არა მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბით. მი­სი­ვე თქმით, “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ცხა­დე­ბე­ბის ფონ­ზე შემ­ცირ­დე­ბა სა­მო­მავ­ლოდ სა­ვა­ლუ­ტო ნა­კა­დე­ბი, რაც გა­მო­იწ­ვევს ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის კი­დევ უფრო გა­უ­ფა­სუ­რე­ბას.

“ქვე­ყა­ნა­ში შემ­ცირ­დე­ბა სა­ვა­ლუ­ტო ნა­კა­დე­ბი, რაც თა­ვის­თა­ვად გა­მო­იწ­ვევს ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას. ვხე­დავთ, რომ ბოლო 2 დღეა უკვე ნელ-ნელა და­ი­წყო ლარ­მა გა­უ­ფა­სუ­რე­ბა, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლი არ არის მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბით, გა­მოწ­ვე­უ­ლია უფრო იმ რის­კე­ბით, რაც გაჩ­ნდა და და­ი­ნა­ხეს ბაზ­რის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა“, – გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კე­პუ­ლა­ძემ. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა