Henley and Partners ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალაქების რეიტინგს, სადაც ასახელებს 50 ქალაქს იქ მცხოვრები მილიონერების და მილიარდერების რაოდენობის მიხედვით.
მდიდარი ქალაქების სიის სათავეშია ნიუ-იორკი. მეორე ადგილი დაიკავა აშშ-ის The Bay Area-მ. ეს არის ზონა სან-ფრანცისკოდან სილიკონის ველის ჩათვლით. ხუთეულს ტოკიო, სინგაპური და ლონდონი ავსებენ.
უფრო დეტალურად რეიტინგი გამოიყურება ასე:
ნიუ-იორკში 60 მილიარდერი არის რეგისტრირებული. 1-მილიონ დოლარზე მეტს 349 500 ადამიანი ფლობს; 100-მილიონ დოლარზე მეტს კი 744.
The Bay Area-ში (ტერიტორია სან ფრანცისკოდან სილიკონის ველის ჩათვლით), 68 მილიარდერია რეგისტრირებული; 1-მილიონ დოლარზე მეტს ფლობს 305 700 ადამიანი; 100-მილიონ დოლარზე მეტს 75.
მესამე ადგილზეა ტოკიო 14 მილიარდერით. 1-მილიონ დოლარზე მეტს 298 300 ადამიანი ფლობს; 100-მილიონ დოლარზე მეტს 267.
სინგაპურში 30 მილიარდერია; 1-მილიონ დოლარზე მეტს ფლობს 244,800; 100-მილიონ დოლარზე მეტს 336.
ლონდონი 35 მილიარდერით მეხუთე ადგილს იკავებს. 1-მილიონ დოლარზე მეტს ფლობს 227,000; 100-მილიონ დოლარზე მეტს 370.
ლოს-ანჯელესს 43 მილიარდერი ჰყავს. 100-მილიონ დოლარზე მეტს ფლობს 496 მოქალაქე, ხოლო 1-მლნ დოლარზე მეტს- 212 100.
პარიზი და ილ-დე-ფრანსი 23 მილიარდერით რეიტინგში მეშვიდე ადგილზეა. 286 ადამიანი ფლობს 100-მლნ დოლარზე მეტს; 1-მლნ დოლარზე მეტს კი 165 000.
სიდნეის 20 მილიარდერი ჰყავს. 100-მლნ დოლარზე მეტს 205 ადამიანი ფლობს; 1-მლნ დოლარზე მეტს კი 147 000.
ჰონგ-კონგი 35 მილიარდერით მეცხრე ადგილზეა. 100-მლნ დოლარზე მეტს 320 ადამიანი ფლობს; 1-მლნ დოლარზე მეტს კი 143 400.
და ათეულს ასრულებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 42 მილიარდერით. 100-მლნ დოლარზე მეტს 347 ადამიანი ფლობს; 1-მლნ დოლარზე მეტს კი 125 600.