ქალაქები, სადაც ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს – 2024 წლის რეიტინგი

ქალაქები, სადაც ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს – 2024 წლის რეიტინგი

Henley and Partners ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალაქების რეიტინგს, სადაც ასახელებს 50 ქალაქს იქ მცხოვრები მილიონერების და მილიარდერების რაოდენობის მიხედვით.

მდიდარი ქალაქების სიის სათავეშია ნიუ-იორკი. მეორე ადგილი დაიკავა აშშ-ის The Bay Area-მ. ეს არის ზონა სან-ფრანცისკოდან სილიკონის ველის ჩათვლით. ხუთეულს ტოკიო, სინგაპური და ლონდონი ავსებენ.

უფრო დეტალურად რეიტინგი გამოიყურება ასე:

ნიუ-იორკში 60 მილიარდერი არის რეგისტრირებული. 1-მილიონ დოლარზე მეტს 349 500 ადამიანი ფლობს; 100-მილიონ დოლარზე მეტს კი 744.

The Bay Area-ში (ტერიტორია სან ფრანცისკოდან სილიკონის ველის ჩათვლით), 68 მილიარდერია რეგისტრირებული; 1-მილიონ დოლარზე მეტს ფლობს 305 700 ადამიანი; 100-მილიონ დოლარზე მეტს 75.

მესამე ადგილზეა ტოკიო 14 მილიარდერით. 1-მილიონ დოლარზე მეტს 298 300 ადამიანი ფლობს; 100-მილიონ დოლარზე მეტს 267.

სინგაპურში 30 მილიარდერია; 1-მილიონ დოლარზე მეტს ფლობს 244,800; 100-მილიონ დოლარზე მეტს 336.

ლონდონი 35 მილიარდერით მეხუთე ადგილს იკავებს. 1-მილიონ დოლარზე მეტს ფლობს 227,000; 100-მილიონ დოლარზე მეტს 370.

ლოს-ანჯელესს 43 მილიარდერი ჰყავს. 100-მილიონ დოლარზე მეტს ფლობს 496 მოქალაქე, ხოლო 1-მლნ დოლარზე მეტს- 212 100.

პარიზი და ილ-დე-ფრანსი 23 მილიარდერით რეიტინგში მეშვიდე ადგილზეა. 286 ადამიანი ფლობს 100-მლნ დოლარზე მეტს; 1-მლნ დოლარზე მეტს კი 165 000.

სიდნეის 20 მილიარდერი ჰყავს. 100-მლნ დოლარზე მეტს 205 ადამიანი ფლობს; 1-მლნ დოლარზე მეტს კი 147 000.

ჰონგ-კონგი 35 მილიარდერით მეცხრე ადგილზეა. 100-მლნ დოლარზე მეტს 320 ადამიანი ფლობს; 1-მლნ დოლარზე მეტს კი 143 400.

და ათეულს ასრულებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 42 მილიარდერით. 100-მლნ დოლარზე მეტს 347 ადამიანი ფლობს; 1-მლნ დოლარზე მეტს კი 125 600.