20 მაისს სტუდენტური პროტესტის კვირეული იწყება

20 მაისს სტუდენტური პროტესტის კვირეული იწყება

სტუდენტური პროტესტის კვირეული იწყება. ხვალ, 20 მაისსს 18:00 საათზე ახალგაზრდები სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოსა და წერეთლის მეტროსთან შეიკრიბებიან. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

“საქართველო საფრთხეშია, სტუდენტებო, აღვასრულოთ ჩვენი ვალი ჩვენი ქვეყნის წინაშე!”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ფინალური შეხვედრის ადგილი ცნობილი მსვლელობისას გახდება.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  “რუსულ კანონს” ვეტო დაადო. აღნიშნულის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს დავადე ვეტო, რუსულ კანონს. ეს კანონი თავის არსით და სულისკვეთებით არის რუსული, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტებს და წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.

ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივი ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.