“ეჩქარებათ, ცუდად აკეთებენ, ხარისხი არ ვარგა” – მოქალაქე ცენტრალური გზის ორმოების შეკეთებაზე

“ეჩქარებათ, ცუდად აკეთებენ, ხარისხი არ ვარგა” – მოქალაქე ცენტრალური გზის ორმოების შეკეთებაზე

ნინოწმინდის ცენტრალურ გზაზე ორმოების შეკეთების სამუშაოები ხორციელდება.

ნინოწმინდის ცენტრალური გზა დიდი ხანია რეაბილიტაციას საჭიროებდა. დღეისთვის, გზაზე მიმდინარეობს ორმოების შეკეთების სამუშაოები. სპეციალური ტექნიკა გზის მონაკვეთებზე ახორციელებს ორმოების შევსებას ასფალტით, რაც განაპირობებს მათ ამოვსებას და ხელს შეუწყობს მანქანების უსაფრთხო გადაადგილებას.

მიუხედავად იმისა, რომ ორმოების შეკეთების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ნინოწმინდის მოქალაქეებს აქვთ უკმაყოფილება მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მოქალაქე რადიო NOR-თან საუბარში ამბობს: “არაფერს არ ვენდობი, ორმოებში ბიტუმის მაგივრად “სალიარკას” ასხამენ. შესაძლოა, ამის გამო კვლავ განადგურდეს ორმოები”.

აღსანიშნავია, რომ გზაზე არსებული მრავალი ღრმა ორმო ნინოწმინდის მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. რადიო NOR-ს არაერთხელ გაუშუქებია ორმოების მწვავე პრობლემა და გზის მდგომარეობა, ასევე დაუფიქსირებია ორმოებით გამოწვეული საგზაო შემთხვები.

ფოტო გადაღებულია 2024 წლის 17 მაისს

აღსანიშნავია, რომ ოროების შეკეთების სამუშაოები 17 მაისიდან მიმდინარეობს: გზაზე ამოივსება ორმოები ახალქალაქის მხრიდან შემოსასვლელიდან დაწყებული სათხის გზაჯვარედინამდე, ხოლო გზის დანარჩენი მონაკვეთი კომპანიის სამუშაოებში არ არის გათვალისწინებული. შეგახსენებთ, რომ ორმოების შეკეთების სამუშაოებს ახორციელებს კომპანია “ჯავახავტოგზა” საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით.