რადიო NOR–ი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 2006 წლიდან ფუნქციონირებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია იგი დარეგისტრირდა ,, 2008 “ წელს. თავდაპირველად, რადიო პროგრამების მოსმენა მხოლოდ ინტერნეტით შეიძლებოდა. მაგრამ, 2016 წლიდან, რადიოსადგური “Nor” ასევე ხელმისაწვდომი გახდა FM ტალღაზე, 100.1 სიხშირით.
ორგანიზაციის მთავარი მიზანია ნინოწმინდის რაიონის მოსახლეობის ინფორმირება რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პროცესების შესახებ, ასევე მოსახლეობის აზრის მოსმენა და მათი დახმარება პრობლემების მოგვარებაში. Nor რადიოსადგურს აქვს საკუთარი რადიო კოშკი, რომლის წყალობითაც რადიო ასევე ხელმისაწვდომია ახალქალაქის და რეგიონის სოფლების უმეტესობისთვის. ინტერნეტ სივრცეში რადიო “NOR-ი” სომხურ, ქართულ და რუსულ ენებზეა ხელმისაწვდომი.
დღეისთვის რადიო NOR-ს Facebook-გვერდზე 53 000 ხოლო instagram-გვერდზე 17 000 გამომწერი ჰყავს და მათი რიცხვი ყოველდღიურად იმატებს.
ასევე შეგახსენებთ, რომ 23 მაისს საქართველოში პირველი მაუწყებლობის 99-ე წლისთავი აღინიშნა, ხოლო 2025 წელს ქვეყნის პირველი რადიო ასი წლის იუბილეს აღნიშნავს. რადიო საქართველომ, ამიერკავკასიაში პირველმა, მაუწყებლობა 1925 წელს დაიწყო.
რადიო მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებაში და ბევრი სარგებელი მოაქვს მოსახლეობისათვის
მოსახლეობას აწვდის განახლებულ ინფორმაციას, მათ შორის სიახლეებს, ამინდს, საგზაო სიტუაციებს.რადიო შეიძლება გახდეს განათლების საშუალება საგანმანათლებლო პროგრამების, ლექციების, ექსპერტებთან ინტერვიუებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების უზრუნველყოფით.
ხელს უწყობს კულტურის გავრცელებას და შენარჩუნებას მუსიკის, ლიტერატურული კითხვების, თეატრალური წარმოდგენებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ტრანსლაციით. ხელს უწყობს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას მნიშვნელოვანი სოციალური და პოლიტიკური საკითხების განხილვით, ასევე უზრუნველყოფს პლატფორმას მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის მოსაზრებების გამოხატვისთვის.
რადიო ხელს უწყობს ადამიანების გაერთიანებას საზოგადოებისა და კუთვნილების განცდის შექმნით, განსაკუთრებით შორეულ და სოფლად, სადაც კომუნიკაციის სხვა საშუალებები შეიძლება ნაკლებად ხელმისაწვდომი იყოს. ამრიგად, რადიო კვლავ რჩება თანამედროვე მედია ეკოსისტემის მნიშვნელოვან და შეუცვლელ ელემენტად.
რადიო NOR-მა გადაწყვიტა გაერკვია თუ რამდენად პოპულარულია ის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში
იხილეთ ვრცლად ჩვენს აუდიომასალაში: