‘ბედნიერად აღგენიშნოთ თქვენი რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობის დღე – აშშ–ის საელჩო

‘ბედნიერად აღგენიშნოთ თქვენი რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობის დღე – აშშ–ის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, აღნიშნულის შესახებ საელჩოს ფეისბუკ გვერდზეა გამოქვეყნებული. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

“გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!

ბედნიერად აღგენიშნოთ თქვენი რთულად მოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღე.

შეერთებული შტატები კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად”, – ნათქვამია მილოცვაში.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 106  წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის ქვეყნებმა ცნეს, არსებობა 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის და ანექსიის გამო შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.