ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი ღალატში დაადანაშაულა

ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი ღალატში დაადანაშაულა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

კობახიძემ თქვა, რომ საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც გამოწვევების წინაშე დგას.

„გასული 34 წლის მანძილზე, საქართველომ მრავალი განსაცდელი გამოიარა. გამოვიარეთ სამი ომი 90-იანი წლების დასაწყისში. 2004-2012 წლებში გამოვიარეთ ფაქტობრივი დამოუკიდებლობის დაკარგვა, ავტორიტარიზმი, აგენტურის მმართველობა და მეოთხე ომი. საზოგადოების გამოუცდელობა და პოლიტიკოსების ღალატი ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტის დროებით დაკარგვად დაუჯდა. 2012 წლიდან დღემდე, გამოვიარეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შერყევის არაერთი მცდელობა, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში.

საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, დღეს ქართული საზოგადოება ბევრად უფრო გამოცდილია, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში იყო, ხოლო ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დგას და მის ეროვნულ ინტერესებს იცავს“,– განაცხადა პრემიერ–მინიდტრმა.

ირაკლი კობახიძემ, ასევე სიტყვით გამოსვლის დროს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა.

„სწორედ ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ერთიანობამ და გონივრულმა ნაბიჯებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ეგზისტენციური საფრთხეების და მრავალმხრივი ღალატის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად, გასული 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, კობაიძის გამოსვლამე სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს ქვეყნის გამოწვევებზეც ისაუბრა, როგორც მან აღნიშნა საქართველოს ვერავინ და ვერასოდეს დააბრუნებს წარსულში.