გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ სააგენტოს ინფორმაციით მდინარეებზე წყლის დონის კლების ტენდენცია გრძელდება. წერს NETGAZETI.
სააგენტოს ცნობით, გასული დღეების განმავლობაში ქვეყანაში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება დაფიქსირდა, მათ შორის მდ. ვერეზე:
„გასულ ღამეს, 12 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ შიდა ქართლსა და კახეთში 45-46 მმ- ს, ხოლო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოსულმა ნალექმა 35-40 მმ -ს მიაღწია. ამ ეტაპზე მდინარეებზე წყლის დონის კლება აღინიშნება. დღეიდან უხვი ატმოსფერული ნალექი მოსალოდნელი არ არის,“ — ვკითხულობთ განცხადებაში.