‘ჩვენთვის სანქციებზე საუბარი არასერიოზულია’- ირაკლი კობახიძე

‘ჩვენთვის სანქციებზე საუბარი არასერიოზულია’- ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის “სანქციების თემა” არასერიოზულია და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერავინ დასჯის. აღნიშნულის შესახებ კობახიძემ დღეს, 28  მაისს „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

„სანქციების თემა ჩვენთვის უბრალოდ არასერიოზულია. არასერიოზულია ნებისმიერი მცდელობა, კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორე, რომ დააშანტაჟო ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება სანქციებით თუ ნებისმიერი მსგავსი ზომით. ქართველ ხალხს ვერავინ დასჯის და ვერც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერ დასჯის ვერავინ. ჩვენ გვაქვს მყარი პოზიციები ყველაფერთან დაკავშირებით, ვემსახურებით ამ საზოგადოების, ამ ქვეყნის ინტერესებს, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ყოველგვარის საუბარი სანქციებზე არის არასერიოზული. ასეთი ტიპის ზომების მიღება კონტრპროდუქტიული იქნება თვითონ იმ სუბიექტისთვის, რომელიც ასეთ რამეზე შეიძლება ფიქრობდეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას პრაგმატულობისკენ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის დღეს, 28 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.  ასობით ათასი მოქალაქის მოთხოვნა “ქართულმა ოცნება,” არ გაითვალისწინა. ამჟამად საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს.