2 ივნისამდე საქართველოში ძლიერი წვიმა, ქარი და სეტყვაა მოსალოდნელი

2 ივნისამდე საქართველოში ძლიერი წვიმა, ქარი და სეტყვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 2 ივნისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

სინოპტიკოსების განმარტებით, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ნავარაუდევია ძალიან ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი).