ახალციხე–ასპინძის გზაზე ცხვრებით სავსე ტრაილერი გადაბრუნდა, დაშავდა 2 ადამიანი

ახალციხე–ასპინძის გზაზე ცხვრებით სავსე ტრაილერი გადაბრუნდა, დაშავდა 2 ადამიანი

გვიან ღამით ახალციხე–ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე, ცხვრებით დატვირთული ტრაილერი გადაბრუნდა. დაშავდა ორი ადამიანი. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

როგორც შემთხვევის ადგილზე “სამხრეთის კარიბჭეს” განუცხადეს, მწყემსებს ცხვრები კახეთიდან, საზაფხულო საძოვრებზე მოჰყავდათ. მოსახვევში სავარაუდოდ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადაბრუნდა.

დახოცილია დიდი რაოდენობით ცხვარიც, თუმცა რამდენი ჯერ არ იციან.

[ლაშა ბერიძე]