საქართველოში 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრა თბილისის დროით 02:03 საათზე დაფიქსირდა. მისი ეპიცენტრი ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ ირიში მდებარეობდა. ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე იგრძნობოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ჩათვლით.
განახლება: სეისმური მონიტორინგის ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ ონჭევში მდებარეობდა. ასევე, დაზუსტდა მაგნიტუდის სიმძლავრე.