რომელი პროდუქტი გაძვირდა მაისში

რომელი პროდუქტი გაძვირდა მაისში

მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%  შეადგინა, წლიური ინფლაციის დონე კი 2.0 %–ია.

ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული (7.8 პროცენტი);
  • ხილი და ყურძენი (4.1 პროცენტი);
  • შაქარი;
  • ჯემი და სხვა ტკბილეული (2.5 პროცენტი);
  • თევზეული (0.6 პროცენტი);
  • პური და პურპროდუქტები (0.4 პროცენტი).

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, გაზრდილია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.0 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (7.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (4.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.5 პროცენტი), თევზეული (0.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-3.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-2.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-0.4 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: წინა თვესთან შედარებით ფასები მომატებულია 1.5 პროცენტით, რაც 0.05 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (1.6 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (1.4 პროცენტი).