გაიცანით ვენერა ბებო, – 76 წლის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკიდან.
ვენერა ბერიძე 76 წლის არის და მიუხედავად თავის ასაკისა, სოფლის ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს ისეთ საქმეებში, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, ბაღის მოვლა, ფერმის საქმეები და შინაური ცხოველების მოვლა. ბებიები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სოფლის ცხოვრებაში.
ვენერა ბებო ბედნიერი დიასახლისია. ჰყავს 2 ვაჟი, 6 შვილიშვილი და 7 შვილთაშვილი. წარმოშობით ხულოს რაიონიდან სოფელ. ტუნაძეებიდან გახლავთ. ის კარგად ფლობს უნარებს ტრადიციული ქართული კერძების მომზადებაში. მისი რეცეპტები და კულინარული გამოცდილება გადადის თაობიდან თაობაზე და ინარჩუნებს კულინარიულ მემკვიდრეობას.