ბებიის როლი სოფლის ცხოვრებაში

ბებიის როლი სოფლის ცხოვრებაში

გაიცანით ვენერა ბებო, – 76 წლის,  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკიდან.

ვენერა ბერიძე 76  წლის არის და მიუხედავად თავის ასაკისა, სოფლის ცხოვრებაში აქტიურად  მონაწილეობს ისეთ საქმეებში, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, ბაღის მოვლა, ფერმის საქმეები და შინაური ცხოველების მოვლა. ბებიები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სოფლის ცხოვრებაში.

ვენერა ბებო ბედნიერი დიასახლისია. ჰყავს 2 ვაჟი, 6 შვილიშვილი და 7 შვილთაშვილი. წარმოშობით ხულოს რაიონიდან სოფელ. ტუნაძეებიდან გახლავთ. ის  კარგად ფლობს უნარებს ტრადიციული ქართული კერძების მომზადებაში. მისი  რეცეპტები და კულინარული გამოცდილება გადადის თაობიდან თაობაზე და ინარჩუნებს კულინარიულ მემკვიდრეობას.