შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მადათაფის ტბის რაბი (არხი) მრავალი წელია არ მუშაობს. ზაფხულში, წყალი უკონტროლოდ მიედინება გატეხილი არხის გავლით და მიედინება მდინარეში, შემოდგომაზე კი ტბა თანდათან შრება.
ტბის გაშრობის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ კაშხლის გვერდით გადის ორი ფართო არხი, საიდანაც გაზაფხულზე და ზაფხულში წყალი უკონტროლოდ მიედინება.
ეს პრობლეა არაერთხელ განიხილა რადიო NOR-მა და ამ თემაზე ბევრჯერ გაამახვიალა ყურადღება. უკვე მრავალი წელია რადიო NOR-ი ინტერესდდება თუ როდის გარემონტდება მადათაფის ტბის რაბი (არხი) , მაგრამ სამწუხაროდ ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს დღემდე არ გვეუბნებიან.
იხილეთ რადიო NOR-ის ძველი მასალები,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მადათაფის ტბის არხის შესახებ.
Мадатапа высыхает. В центре озера появился новый остров
გარემონტდება თუ არა მადათაფის არხი?
Будут ли в этом году ремонтировать плотину на озере Мадатапа?
დღეს 5 -ივნისს რადიო NOR-ი ეცადა დაკავშირებოადა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების დირექტორ, თამაზ კარაპეტიანს და მისგან გაეგო თუ როდის გარემონტდება მადათაფის ტბის რაბი (არხი) , მაგრამ , მან ამ კითხვაზე პასუხს თავი არრიდა და გვითხრა რომ
,, არააქვს უფლება ინტერვიუ მოგვცეს “
რადიო NOR-ი ოფიციალურ წერილს გაუგზავნის გარემოს ეროვნულ სააგენტოს, კაშხლის დარღვეული მდგომარეობისა და ტბის გაშრობის საკითხზე და პასუხს დაელოდება. როგორც კი პასუხს მივიღებთ, მას ჩვენს ვებ-გვერდზე გამოვაქვეყნებთ Nor.ge .