სოფელ კლდესთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

სოფელ კლდესთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

დღეს, 10 ივნისს, სოფელ კლდესთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით,  „ჰონდას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს დაეჯახა. დაშავებულია ახალგაზრდა კაცი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ახალციხის კლინიკა „იმედში“ გადაიყვანა. კლინიკის ინფორმაციით, იგი ექიმების ზედამხედველობის ქვეშ არის და კლინიკური კვლევები უტარდება.

რა მუხლით დაიწყო მომხდარზე გამოძიება, რედაქცია პასუხს შსს–გან ელოდება.