23 -ივნისს 12- საათზე, ქალაქ ნინოწმინდაში ჩატარდება კონფერენცია ინიციატივა “მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა” ფარგლებში.
რომელიც ხორციელდება პროექტის „ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, როგორც ინტეგრაციის ელჩები“ მინი-გრანტების კომპონენტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა (DEP) როენეს ფონდთან თანამშრომლობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს.
საკონფერენციო თემებია:
გამოწვევები ახალგაზრდებისთვის ინტეგრაციასა და თვითრეალიზებაში;
ქართულ-სომხური ურთიერთობები;
კულტურის, ხელოვნებისა და ლიტერატურის როლი ინტეგრაციაში.
რეგისტრაციის ბოლო ვადა 15 ივნისი
ადგილები შეზღუდულია იჩქარეთ!
სარეგისტრაციო ლინკი ქვემოთ
ვრცლად რადიო NOR-ის აუდიოჩანაწერში ; მანუშაკ მკრტიჩიანთან