ახალქალაქი-კარწახის გზატკეცილზე სატვირთო ავტომობილი დაიწვა (ვიდეო)

ახალქალაქი-კარწახის გზატკეცილზე სატვირთო ავტომობილი დაიწვა (ვიდეო)

ახალქალაქი-კარწახის გზატკეცილზე, სოფელ კარწახთან ახლოს, ერთ-ერთ ტირპარკზე თურქული სანომრე ნიშნებით სატვირთო ავტომობილს ცეცხლი უკიდია. 20:25 საათის მონაცემებით, JNEWS-ის ცნობით, საგანგებო სიტუაციის ადგილზე მეხანძრეები, მაშველები და სამართალდამცავები ჯერ არ მისულან.

მეხანძრეები ადგილზე მივიდნენ და ცეცხლის ჩაქრობა 20:30 საათისთვის დაიწყეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია, ასევე უცნობია, თუ რა სახის ტვირთით არის დატვირთული სატვირთო მანქანა. Jnews-ის ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

20: 52 საათისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფიც მივიდა. შემთხვევის ადგილზე მყოფების ინფორმაციით, სატვირთო მანქანას კაუჩუკი გადაჰქონდა.