სეტყვა, ქარი და ელჭექი – საქართველოში ამინდი უარესდება

სეტყვა, ქარი და ელჭექი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 ივნისს საქართველოში  მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან  ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).