15 ივნისს ახალციხე–ბორჯომის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ აწყურთან ტრაილერის გადაბრუნების შედეგად ერთი პირი დაშავდა, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „ევქსში“ გადაიყვანა. იფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
როგორც თვითმხილველები „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებენ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტრაილერი გადაბრუნდა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კლინიკა „ევქსში“ გადაიყვანეს.
შსს–ს ინფორმაციით აღნიშნულ მონაკვეთზე, ამ დროისთვის [11: 20 საათი] მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. მომხდართან დაკავშირებით, კი გამოძიება სსკ-ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.