ქალაქ ნინოწმინდის სპორტის სკოლაში 15-16 ივნისს აშოტ ხნკოიანის სპორტული საქმიანობისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღია ეროვნული ჩემპიონატი ჭიდაობაში ჩატარდა. გუნდური გამოთვლის შედეგად, 1-ლი ადგილი ნინოწმინდის სპორტული სკოლის ჭიდაობის გუნმა დაიკავა.
ჩემპიონატი ჭიდაობაში მე-18 ჯერ ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს არამხოლოდ საქართველოს, ასევე სომხეთიდან ჩამოსული სპორტსმენები, – ერევნიდან, გიუმრიდან, ვანაძორიდან, ტაშირიდან. ხოლო საქართველოდან მონაწილეობდნენ ქედის, ხელვაჩურის, ბათუმის, სამტრედიასა და ახალქალაქის მოჭიდავეები.
ჩემპიონატზე 23 კგ.დან 80 კგ.-მდე წონის კატეგორიის 190 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ნინომწინდის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის სამსახურის უფროსის, ლევან ვარდანიანის თქმით შეჯიბრის შედეგად დაახლოებით 17 1-ლი ადგილი, 17 მე-2 და 34 მე-3 და მე-4 ადგილი გამოვლიდნა. გუნდური გამოთვლის შედეგად, ნინოწმინდის სპორტული სკოლის ჭიდაობის გუნმა 1-ლი დაიკავა, მე-2 – ერევნის გუნდმა და მე-3 – ვანაძორის.
დაწვრილებით ჩვენს აუდიომასალაში: