ახალციხეში მეზობლებს შორის დაპირისპირება მოხდა–დაკავებულია ერთი პირი

ახალციხეში მეზობლებს შორის დაპირისპირება მოხდა–დაკავებულია ერთი პირი

ახალციხეში ასპინძის ქუჩაზე მეზობლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთი კაცი დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით ასპინძის ქუჩაზე მეზობლებს შორის დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა პირმა მეორეს თავში ქვა ჩაარტყა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა, კლინიკა „ევექსში“ გადაიყვანეს.

მომხდარზე შსს- მ გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით დაკავებულია ერთი პირი.