1-ლი ივლისიდან საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელს გაეზრდება ხელფასი, ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.
წერს bpn.ge
„1-ლი ივლისიდან საჯარო სტატუსის მქონე სკოლის ყველა მასწავლებელს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება,“ – აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, როგორც ცნობილია, მაღალი საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში, ზრდა უფრო დიდი იქნება.